Sunday, May 31, 2020

როგორ ყვებიან ნივთები ისტორიას?..



თრელიგორების ნასახლარი, IV ათასწლეულის შუახანები                                                                                            
სატევრები

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ანტიკური ხანის ნივთია აღმოჩენილი. გამოირჩევა ბრინჯაოს ხანა. ის მოიცავს მტკვარ-არაქსის (ძველი), თრიალეთის ყორღანულ (შუა), და კოლხურ (ახალ) კულტურებს. თითოეულ მათგანს  თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს და აღმოჩენილი ნივთებიც მუზეუმში განლაგებულია ამ ეპოქების მიხედვით.
     მტკვარ არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელია  კერამიკა, ძირითადად თიხის ორნამენტებით გაფორმებული ჭურჭელი, სატევრები და ბრინჯაოს ცულები, შუბის და ნამგლის პირები, ბრინჯაოს სამკაულები.
ქინძისთავები


თიხის პიფოსითრიალეთი. ძვ.. XVIII . თრიალეთის კულტურის ორნამენტები 
  აღმოჩენილი ნივთების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ დროისთვის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და სხვა მდგომარეობებზე. მაგ: აღმოჩენილი რამდენიმე ყორღანი და მასში შენახული ნივთები მდიდრულია, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ იმ დროისთვის სოციალური ფენები და იერარქია არსებობდა.


ყორღანები, იგივე გორასამარხები გრანდიოზული ზომის იყო, სამარხამდე მისასვლელი გზა მოკირწყლული იყო. მიცვალებული დასვენებული იყო ეტლზე და ფუფუნების ის საგნები ჰქონდა ჩატანებული, რომლებსაც სიცოცხლეში იყენებდა. ატანდნენ მონებსაც კი, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ახლახანს ნაპოვნი ანანურის სამარხი ლაგოდეხში.
ყორღანების სიდიდით და სიმდიდრით თუ ვიმსჯელებთ, აქ იმ დროინდელი არისტოკრატია (ტომის ბელადები) და მათი ოჯახები იკრძალებოდა. მათ გვერდით უუფლებო ადამიანებიც გვხვდებიან, სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას დავდოთ ბრინჯაოს ხანის სოციალური სურათი, რომ არსებობდნენ წარჩინებული, მდიდარი ადამიანები, მიწათმოქმედები (რის არსებობაზეც მეტყველებს აღმოჩენილი შრომის იარაღები, სოფლის მეურნეობის სხ.სხ. დარგები), რომლებიც სავარაუდოდ იბრძოდნენ კიდეც და მონები–უუფლებო ფენა.
ტომები იმართებოდა ბელადების მიერ.
აღმოჩენილი ძვირფასი ნივთები საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ ქართული ტომების ეკონომიკურ სიძლიერეზე, რადგან ამ დროს მოიპოვებდნენ სპილენძს (რის შედეგადაც ამუშავებდნენ ბრინჯაოს), ოქროს, ვერცხლს, ანუ მეტალურგია მაღალ დონეზეა. შესაძლოა არსებობდა სავაჭრო კავშირებიც, ან ნივთებს მოიპოვებდნენ ნადავლის სახით. განვითარებულია მიწათმოქმედება (მემარცვლეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა (აღმოჩენილია ხარის ქანდაკება, ვერძისთავიანი საკიდი), ხელოსნობა (ჭედურობა, ცვარ–ნამის ტექნიკა,  მეთუნეობა, დართვა, ქსოვა და სხვა).
აქვთ რელიგიური პანთეონი. თაყვანს სცემენ სხვადასხვა კერპებს. ასეთი სცენაა გამოსახული ვერცხლის თასზე. ხარის ქანდაკებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ხარის კულტს სცემდნენ თაყვანს, იგივე ითქმის ვერძზეც. სჯეროდათ საიქიო ცხოვრების და ამის ნათელი დადასტურებაა დაკრძალვის რიტუალი და ჩატანებული ნივთები და ადამიანები.
ჭვირული თავსამკაული, ვანი, ძვ. . IV საუკუნის მეორე ნახევარი, ოქრ

ნიკეს ქანდაკება ვანიდან


ოქროს ყელსაბამი, კუს  კულონებით, ძვ.. 5 .

ოქროს ლომი- განეკუთნება თრიალეთის ყორღანულ კულტურას. გაფორმებულია ცვარნამის ტექნიკით, რაც მეტყველებს მეტალურგიის და ხელოსნობის განვითარებაზენივთს ანალოგი არ გააჩნია, საქართველოს ტერიტორიაზე ლომი არ ბინადრობს, ეს ნივთი კი მეტყველებს იმ დროინდელ ხალხთა საგარეო ურთიერთობებზეეს შეიძლება იყოს- ვაჭრობა, რაიმე სახის ძღვენი, ცხო ქვეყნის გაძარცვისას მოპოვებული ნივთი ან სხვა რამ.




ოქროს თასი -განეკუთნება თრიალეთის კულტურას. ის ერთ-ერთ ყორღანშია აღმოჩენილი. გაფორმებულია სხვადასხვა ორნამენტებით და ფერადი თვლებით. აქედან ჩანსრომ მოიპოვებდნენ ოქროს, ძვირფას თვლებს. განვითარებული იყო მეურნეობაკერძოდ მეტალურგია, ჭედურობა.  ჩანს, ეკონომიკური მდგომარეობა მაღალ საფეხურზეა.

ვერცხლის თასი- უნიკალური ნივთირომელზეც გამოსახულია რიტუალური სცენა- მსახურებს ან ქურუმებს მიაქვთ ძღვენი და ბატონის წინ ასხავენ ჭურჭელში. ეს იმ დროისთვის არსებულ რელიგიურ რიტუალად შეიძლება ჩავთვალოდ და თუ მართლაც ასეა მაშინ რელიგიას იმ დროის ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს თასზე გამოსახეს. ბატონის უკან კი გამოსახულია მცენარე რომელიც სავარაუდოდ ვაზია და ქურუმთაც სავარაუდოდ ღვინო მიაქვთ ჭურჭელთან. აქედან გამომდინარე მეურნეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. კერძოდევენახეობა. სწორედ ეს ერთი ნივთიც კმარა, იმის დასტურად, რომ ბრინჯაოს ხანაში რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ და სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული.

ავტორები:

ლუკა ვანიშვილი, 
დავით ბოლოთაშვილი, 
ლუკა მინასიანი

მე-9 კლასი, სსიპ გორის N 11 საჯარო სკოლა


ბრინჯაოს ხანა საქართველოში


ბრინჯაოს ხანა საქართველოში

მტკვარარაქსის კულტურა (IV-III ათები)

ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. განვითარების მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა,  მეთუნეობახელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგიაამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია  თხის ყალიბებიქურის ნაშთებისაფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებასმიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა – ხარიმოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალიშედარებით უფრო გვიან ჩნდება  ცხენიცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილებარაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების გაფართოებასცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვმეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარებამეტალურგიის დაწყებააისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეცნელნელა წინაურდება მამაკაციგვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლსმატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარიიკავებს.
...
თრიალეთის ყორღანული კულტურა (III-II ათები)


 ძვ.წ. მე–2 ათასწლეულის პირველი ნახევარიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაწინაურდა თრიალეთის კულტურის შემქმნელი საზოგადოება. თრიალეთის კულტურისთვის  დამახასიათებებელი არქეოლოგიური ძეგლები პირველად თრიალეთში, დღევანდელი წალკის რ–ნში აღმოჩნდა, ამ დროს ხდებოდა მიცვალებულთა დამარხვა ყორღანებში ანუ გორასამარხებში. ზოგი ყორღანის ქვაყრილებისა და მიწაყრილების სიმაღლე 10–15 მ–მდეა, ყორღანსამარხები გამოირჩევა გრანდიოზულობით, ხის ძელებით  აგებული დასაკრძალავი დარბაზებით, რომელთაც ქვაყრილთა და შემდეგ მიწაყრილით ფარავდნენ. ყორღანებში აღმოჩენილი ნივთებია: ოქროს ლომი (ძვ.წ. 2300–2000 წწ.);   ოქროს გულსაკიდი (ძვ.წ მე–3  ათ. წალკის რ–ნი);  თიხის დერგი  ორნამენტებით (ძვ.წ მე–2 ათ. წალკის რ–ნი); ოქროს მკერდსაკიდი (ძვ.წ მე–2 ათ. პირველი ნახევარი);  ვერცხლის თასი, რომელზედაც რელიგიური რიტუალის სცენებია გამოსახული (ძვ.წ მე–2 ათ. პირველი ნახევარი); ძვირფასი თვლებით ინკუსტრირებული ოქროს თასი  (ძვ.წ მე–2 ათ. პირველი ნახევარი) და სხვა ბევრი ნივთი.





...


კოლხური კულტურა (II-I ათ–ები)
ახალი ბრინჯაოს ხანა II-I ათასწლეულებში გვხვდება. ამ დროს საფუძველი ჩაეყარა რკინის მეტალურგიას და წინარესახელმწიფოებრივ დასახლებებს. ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდი „კოლხური კულტურის“ სახელითაა ცნობილი.

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე VI-V სს–ში კოლხეთის ძლიერი სამეფო განვითარდა, მის კეთილდღეობას მოწმობს წერილობითი წყაროები, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მონაცემები. ასევე კოლხეთის სამეფოს დაწინაურებაზე ირიბად მეტყველებს ის ფაქტიც,  რომ ბერძნულ სამყაროში მასზე „ოქრის საწმისის’’ მითი შეიქმნა. კოლხეთი სახელგანთქმული ქვეყანა იყო, ამას მითებიც ცხადყოფენ. ამის შემდეგ მეფეებმა დაჰყვეს ქვეყანა  და ჰქონდათ ზომიერი ძალაუფლება,სამეფო ოქროთი და ვერცხლით იყო სავსე.   კოლხეთის სამეფოს ეკონომიკური  წინსვლის საყრდენს რკინის კარგად განვითარებული წარმოება წარმოადგენდა, რომელიც მიწათმოქმედებასა და სამეურნეო საქმიანობას  მრავალრიცხოვანი საწარმოო იარაღით ამარაგებდა. ამას მოწმობს საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურებული  რკინის სახნისები, თოხები, ცულები და სხვა.
კოლხეთში მრავალდარგოვანი ხელოსნური წარმოება იყო განვითარებული. აქ ლითონის, ხის, კერამიკის და სხვა  სახელოსნოები არსებობდა. ძვ.წ. VI-IV სს კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრებოდა ვერცხლის მონეტები, რომლებსაც მეცნიერები ‘’კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.   კოლხეთის სამეფოს მხატვრულ კულტურაში გამორჩეულია ოქრომჭედლობა. მაგ: ვანში და საირხეში მიკვლეულია კოლხური  ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები, დიადემები,  საყურეები, ყელსაბამები , სამაჯურები, რომლებიც შემკულია ცხოველთა  მოხდენილი გამოსახულებებით. კოლხური ოქრომჭედლობა განთქმული იყო  მთელ იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში და დამსახურებულად ეწოდება ამ ქვეყანას „ოქრომრავალი კოლხეთი“.











ტექსტებზე იმუშავეს:

ნინო მარტიაშვილმა, 
ოთო ლაცაბიძემ, 
ლუკა მინასიანმა, 
დავით ბოლოთაშვილმა, 
ლუკა ვანიშვილმა

მე-9 კლასი, სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა