თრელიგორების ნასახლარი, IV ათასწლეულის შუახანები
|
სატევრები |
დღევანდელი
საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ანტიკური ხანის ნივთია აღმოჩენილი. გამოირჩევა
ბრინჯაოს ხანა. ის მოიცავს მტკვარ-არაქსის (ძველი),
თრიალეთის ყორღანულ (შუა), და კოლხურ (ახალ)
კულტურებს. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს და
აღმოჩენილი ნივთებიც მუზეუმში განლაგებულია ამ ეპოქების
მიხედვით.
მტკვარ არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელია კერამიკა, ძირითადად თიხის
ორნამენტებით გაფორმებული ჭურჭელი, სატევრები და ბრინჯაოს ცულები, შუბის და
ნამგლის პირები, ბრინჯაოს სამკაულები.
ქინძისთავები |
თიხის პიფოსი – თრიალეთი. ძვ.წ. XVIII ს. თრიალეთის კულტურის ორნამენტები
აღმოჩენილი ნივთების მიხედვით
შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ დროისთვის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და
სხვა მდგომარეობებზე. მაგ: აღმოჩენილი რამდენიმე ყორღანი და მასში შენახული
ნივთები მდიდრულია, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ იმ დროისთვის
სოციალური ფენები და იერარქია არსებობდა.
ყორღანები, იგივე გორასამარხები გრანდიოზული ზომის იყო, სამარხამდე მისასვლელი გზა მოკირწყლული იყო.
მიცვალებული დასვენებული იყო ეტლზე და ფუფუნების ის საგნები ჰქონდა ჩატანებული,
რომლებსაც სიცოცხლეში იყენებდა. ატანდნენ მონებსაც კი, სწორედ ასეთი აღმოჩნდა
ახლახანს ნაპოვნი ანანურის სამარხი ლაგოდეხში.
ყორღანების სიდიდით და სიმდიდრით თუ ვიმსჯელებთ, აქ იმ დროინდელი
არისტოკრატია (ტომის ბელადები) და მათი ოჯახები იკრძალებოდა. მათ გვერდით უუფლებო
ადამიანებიც გვხვდებიან, სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას დავდოთ ბრინჯაოს ხანის
სოციალური სურათი, რომ არსებობდნენ წარჩინებული, მდიდარი ადამიანები,
მიწათმოქმედები (რის არსებობაზეც მეტყველებს აღმოჩენილი შრომის იარაღები, სოფლის
მეურნეობის სხ.სხ. დარგები), რომლებიც სავარაუდოდ იბრძოდნენ კიდეც და
მონები–უუფლებო ფენა.
ტომები იმართებოდა ბელადების მიერ.
აღმოჩენილი ძვირფასი ნივთები საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ ქართული
ტომების ეკონომიკურ სიძლიერეზე, რადგან ამ დროს მოიპოვებდნენ სპილენძს (რის
შედეგადაც ამუშავებდნენ ბრინჯაოს), ოქროს, ვერცხლს, ანუ მეტალურგია მაღალ დონეზეა.
შესაძლოა არსებობდა სავაჭრო კავშირებიც, ან ნივთებს მოიპოვებდნენ ნადავლის სახით.
განვითარებულია მიწათმოქმედება (მემარცვლეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა
(აღმოჩენილია ხარის ქანდაკება, ვერძისთავიანი საკიდი), ხელოსნობა (ჭედურობა,
ცვარ–ნამის ტექნიკა, მეთუნეობა, დართვა, ქსოვა და სხვა).
აქვთ რელიგიური პანთეონი. თაყვანს სცემენ სხვადასხვა კერპებს. ასეთი
სცენაა გამოსახული ვერცხლის თასზე. ხარის ქანდაკებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ
ხარის კულტს სცემდნენ თაყვანს, იგივე ითქმის ვერძზეც. სჯეროდათ საიქიო ცხოვრების
და ამის ნათელი დადასტურებაა დაკრძალვის რიტუალი და ჩატანებული ნივთები და
ადამიანები.
ჭვირული თავსამკაული, ვანი, ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარი, ოქრო
|
ნიკეს ქანდაკება ვანიდან |
ოქროს ყელსაბამი, კუს კულონებით, ძვ.წ. 5 ს.
|
ოქროს ლომი- განეკუთნება თრიალეთის ყორღანულ კულტურას. გაფორმებულია ცვარნამის ტექნიკით,
რაც მეტყველებს მეტალურგიის და ხელოსნობის განვითარებაზე. ნივთს ანალოგი არ გააჩნია, საქართველოს ტერიტორიაზე ლომი
არ ბინადრობს, ეს ნივთი კი მეტყველებს იმ დროინდელ ხალხთა საგარეო ურთიერთობებზე. ეს შეიძლება იყოს- ვაჭრობა, რაიმე სახის ძღვენი, უცხო ქვეყნის გაძარცვისას მოპოვებული ნივთი ან სხვა რამ.
ოქროს თასი -განეკუთნება თრიალეთის კულტურას.
ის ერთ-ერთ ყორღანშია აღმოჩენილი. გაფორმებულია სხვადასხვა ორნამენტებით და ფერადი
თვლებით. აქედან ჩანს, რომ მოიპოვებდნენ ოქროს, ძვირფას თვლებს. განვითარებული იყო მეურნეობა, კერძოდ მეტალურგია, ჭედურობა. ჩანს, ეკონომიკური მდგომარეობა მაღალ საფეხურზეა.
ვერცხლის თასი- უნიკალური ნივთი, რომელზეც გამოსახულია რიტუალური
სცენა- მსახურებს ან ქურუმებს მიაქვთ ძღვენი და ბატონის წინ ასხავენ ჭურჭელში. ეს იმ
დროისთვის არსებულ რელიგიურ რიტუალად შეიძლება ჩავთვალოდ და თუ მართლაც ასეა მაშინ
რელიგიას იმ დროის ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს თასზე გამოსახეს. ბატონის
უკან კი გამოსახულია მცენარე რომელიც სავარაუდოდ ვაზია და ქურუმთაც სავარაუდოდ ღვინო
მიაქვთ ჭურჭელთან. აქედან გამომდინარე მეურნეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. კერძოდ, მევენახეობა. სწორედ ეს ერთი ნივთიც კმარა, იმის დასტურად, რომ ბრინჯაოს
ხანაში რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ და სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული.
ავტორები:
ლუკა ვანიშვილი,
დავით ბოლოთაშვილი,
ლუკა მინასიანი
მე-9 კლასი, სსიპ გორის N 11 საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment