არქეოლოგია შეისწავლის კაცობრიობის ისტორიულ წარსულს. ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების არქიტექტურული ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით.
ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა.
არქეოლოგიური ძეგლები მრავალფეროვანია, თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს.
ფიქსაციის გასაადვილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ, თხრიან ხელით,სხვადასხვა ხელსაწყოთი , გამოიყენება ბარი,წერაქვი,დანა,ლანცეტი,ფუნჯი.
მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას, თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა, აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები,რომელზეც აისახება კულტურული ფენების თანმიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს ქრონოლიგია. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება სხვადასხვა ანალიზებისთვის.
გიორგი მარკოზაშვილი
...
ჩვენ არქეოლოგიის შესწავლა მე-5 მე-6 კლასში დავიწყეთ, არქეოლოგია შეისწავლის კაცობრიობის ისტორიულ წარსულს . ნივთიერი ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით. ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. არქეოლოგიური გათხრები სამეცნიერო საქმიანობაა, სამარხებში აღმოჩენილი საშუალებით ჩვენს წარსულზე ვიღებთ ინფორმაციას. როგორ მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრების პროცესი ამის აღსაწერად გამოვიყენებთ საკუთარ გამოცდილებას რომელიც თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში მივიღეთ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობისას მე და ჩემმა კლასელებმა თვითონ ჩავატარეთ არქეოლოგიური გათხრები ყველა წესის დაცვით. ახლა კი მოგიყვებით რა გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენგანმა. პირველ რიგში დოკუმენტს ვაწერთ ჩვენს სახელს და გვარს . შემდეგ მიწას ვყოფთ ოთხ ნაწილად და ვიწყებთ თხრას. ჯერ ამოვთხარეთ პირველი ნაწილი და ვიპოვე ცხოველის ძვალი. გავასუფთავე მიწისგან და ჩავდე სპეციალურ ცელოფანში თავისი ნომრით . შემდეგ ავღნიშნე შესაფერის გრაფაში შესაფერისი ფიგურით.
აღსანიშნავია, რომ ის ნივთები რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ, ნამდვილად არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტებია. უბრალოდ, აღმოჩენისთანავე ვერ მიანიჭეს ნომერი და სახელი და ექსპონატის ფუნქცია დაკარგა. ახლა მხოლოდ იმიტირებული არქელოგიისთვის თუ გამოდგება
მარიამ ბრეგვაძე
...
მე და ჩემმა თანაკლასელებმა თვითონ ჩავატარეთ არქეოლოგიური გათხრები, ყველა წესის დაცვით მე 15 ექსპონანტი აღმოვაჩინე, ჩემმა კლასელებმაც ზოგმა მეტიც დაა ნაკლებიც: მოგიყვებით რა გავაკეთე მე: გავყავი მიწა 4 ნაწილად ჯერ ამოვთხარე პირველი ნაწილი და ვიპოვე ადამიანის კბილები შემდეგ აღვნიშნე ფურცელზე რომელ ნაწილშიც ვიპოვე, შემდეგ მეორე ნაწილზე გადავედი და ვიპოვე წაწვეტებილი ქვა, მესამე ნაწილში კი ვიპოვე თიხის ჭურჭელი, მეოთხეში კი ისევ წაწვეტებული ქვა, ყველა ექსპონანტს საკუთარი ნომერი მივანიჭე და თვალსაჩინოდ გამოვფინე.
ბარბარე ნადიბაიძე
...
მე მოგიყვებით ჩემს შთაბეჭდილებებზე იმიტირებული არქეოლოგიის შესახებ. მაშ ასე დავიწყოთ შორიდან: არქეოლოგმა დაგვიძახა ერთად შეგვკრიბა და მოკლედ გვესაუბრა არქეოლოგიაზე, არქეოლოგიურ გათხრებზე, რომლებიც დღესაც ტარდება და მიმდინარეობს, გათხრების მნიშვნელობაზე, თუ როგორ უნდა მოიპოვოს არქეოლოგმა ნივთი, რომ მან თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნოს და ა.შ შემდეგ დავიწყეთ იმიტირებული არქეოლოგიური გათხრა. როდესაც ძვლის და ქვის არტეფქტები ვიპოვე, მე მივხვდი, რომ ეს ნივთები ქვის ხანის დროინდელი იყო, რადგან იმ პერიოდში ქვის იარაღებს იყენებდნენ ძვალი კი, ცხოველის იყო. ასევე, ვიპოვე თიხის ნამტვრევები, რითაც მივხვდი რომ ადრე ადამიანს თიხის ნივთების გაკეთებაც შეეძლო. საბოლოოდ 14 ნივთი ვიპოვე მე ამ ექსკურსიით ბევრი რამ ვისწავლე არქეოლოგიაზე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.
ნიკა მღებრიშვილი
...
საბავშვო არქეოლოგიურ გათხრებზე სიტუაცია ისეთი სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, რომ თავი ნამდვილ არქეოლოგად ვიგრძენი. მეც ერთ-ერთი კვადრატი ავირჩიე , ვიპოვე წაწვეტებული ქვები, თიხის ნამტვრევები, ძვლებიც. შემდეგ ეს ყველაფერი საგულდაგულოდ გამოვფინე, ჯამში ვიპოვე 22 ნივთი. ძვლების მეშვეობით ვიგებთ თუ როგორი არსებები ცხოვრობდნენ იმ დროს. თიხის ნამტვრევებით ვიგებთ თუ რა საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებდნენ ძველად ხოლო წაწვეტებული ქვის მეშვეობით ვიგებთ, თუ რითი ნადირობდნენ.
არქეოლოგიური მასალა განსაკუთრებით ფასეულია, თუ რომელიმე ეპოქის შესახებ სხვა ცნობები არ გვაქვს და მხოლოდ ნივთებით ვიგებთ ისტორიას.
მარიამ ჭიღლაძე
მე-6 კლასის მოსწავლეები
No comments:
Post a Comment