ბრინჯაოს ხანა საქართველოში
მტკვარ–არაქსის კულტურა (IV-III ათ–ები)
ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. განვითარების მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა. ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხის ყალიბები, ქურის ნაშთები. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ- ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.
...
თრიალეთის ყორღანული კულტურა (III-II ათ–ები)
ძვ.წ. მე–2 ათასწლეულის
პირველი ნახევარიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაწინაურდა თრიალეთის კულტურის
შემქმნელი საზოგადოება. თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებებელი
არქეოლოგიური ძეგლები პირველად თრიალეთში, დღევანდელი წალკის რ–ნში აღმოჩნდა, ამ
დროს ხდებოდა მიცვალებულთა დამარხვა ყორღანებში ანუ გორასამარხებში. ზოგი ყორღანის
ქვაყრილებისა და მიწაყრილების სიმაღლე 10–15 მ–მდეა, ყორღანსამარხები გამოირჩევა გრანდიოზულობით, ხის
ძელებით აგებული დასაკრძალავი დარბაზებით, რომელთაც ქვაყრილთა და შემდეგ
მიწაყრილით ფარავდნენ. ყორღანებში აღმოჩენილი ნივთებია: ოქროს ლომი (ძვ.წ. 2300–2000 წწ.); ოქროს გულსაკიდი (ძვ.წ
მე–3 ათ. წალკის რ–ნი); თიხის
დერგი ორნამენტებით (ძვ.წ მე–2 ათ. წალკის რ–ნი); ოქროს მკერდსაკიდი (ძვ.წ მე–2 ათ.
პირველი ნახევარი); ვერცხლის
თასი, რომელზედაც რელიგიური რიტუალის სცენებია გამოსახული (ძვ.წ მე–2 ათ.
პირველი ნახევარი); ძვირფასი თვლებით ინკუსტრირებული ოქროს თასი (ძვ.წ მე–2 ათ. პირველი ნახევარი) და სხვა ბევრი
ნივთი.
...
კოლხური კულტურა (II-I ათ–ები)
ახალი ბრინჯაოს ხანა II-I ათასწლეულებში გვხვდება. ამ დროს საფუძველი ჩაეყარა რკინის მეტალურგიას და წინარესახელმწიფოებრივ დასახლებებს. ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდი „კოლხური კულტურის“ სახელითაა ცნობილი.
ახალი ბრინჯაოს ხანა II-I ათასწლეულებში გვხვდება. ამ დროს საფუძველი ჩაეყარა რკინის მეტალურგიას და წინარესახელმწიფოებრივ დასახლებებს. ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდი „კოლხური კულტურის“ სახელითაა ცნობილი.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე VI-V სს–ში კოლხეთის ძლიერი სამეფო
განვითარდა, მის კეთილდღეობას მოწმობს წერილობითი წყაროები, მრავალრიცხოვანი და
მრავალფეროვანი არქეოლოგიური მონაცემები. ასევე კოლხეთის სამეფოს დაწინაურებაზე
ირიბად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბერძნულ სამყაროში მასზე „ოქრის
საწმისის’’ მითი შეიქმნა. კოლხეთი სახელგანთქმული ქვეყანა იყო, ამას მითებიც
ცხადყოფენ. ამის შემდეგ მეფეებმა დაჰყვეს ქვეყანა და ჰქონდათ ზომიერი
ძალაუფლება,სამეფო ოქროთი და ვერცხლით იყო სავსე. კოლხეთის სამეფოს
ეკონომიკური წინსვლის საყრდენს რკინის კარგად განვითარებული წარმოება
წარმოადგენდა, რომელიც მიწათმოქმედებასა და სამეურნეო საქმიანობას
მრავალრიცხოვანი საწარმოო იარაღით ამარაგებდა. ამას მოწმობს საქართველოს ტერიტორიაზე
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურებული რკინის სახნისები, თოხები,
ცულები და სხვა.
კოლხეთში მრავალდარგოვანი ხელოსნური წარმოება იყო განვითარებული. აქ ლითონის, ხის, კერამიკის და სხვა სახელოსნოები არსებობდა. ძვ.წ. VI-IV სს კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრებოდა ვერცხლის მონეტები, რომლებსაც მეცნიერები ‘’კოლხურ თეთრს“ უწოდებენ. კოლხეთის სამეფოს მხატვრულ კულტურაში გამორჩეულია ოქრომჭედლობა. მაგ: ვანში და საირხეში მიკვლეულია კოლხური ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები, დიადემები, საყურეები, ყელსაბამები , სამაჯურები, რომლებიც შემკულია ცხოველთა მოხდენილი გამოსახულებებით. კოლხური ოქრომჭედლობა განთქმული იყო მთელ იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში და დამსახურებულად ეწოდება ამ ქვეყანას „ოქრომრავალი კოლხეთი“.

ტექსტებზე იმუშავეს:
ნინო მარტიაშვილმა,
ოთო ლაცაბიძემ,
ლუკა მინასიანმა,
დავით ბოლოთაშვილმა,
ლუკა ვანიშვილმა
მე-9 კლასი, სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment