Sunday, May 31, 2020

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში


 ანანო მირაზანაშვილი

ჩვენი -  VI და IX კლასელების პროექტი - რა ცოდნას ინახავს მუზეუმი და როგორ ჰყვებიან ექსპონატები ისტორიას. 
წელს ჩვენ ვიყავით ექსკურსიაზე თბილისში, ჯერ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებზე , შემდეგ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მოვიარეთ ბოტანიკური ბაღი და ძველი თბილისიც.
...
დემეტრე ბოლოთაშვილი
ვფიქრობთ, ექსკურსიის მნიშვნელობა დიდია, რადგან სასწავლო პროცესი ხალისიანი და ბევრად საინტერსეო ხდება. უფრო შთამბეჭდავად გვამახსოვრდება ნანახი.
...
მარიამ ბრეგვაძე
სწორედ ასეთი იყო არქეოლოგიური გათხრები, სადაც მუშაობა ძალიან საინტერესო და ამავე დროს შრომატევადიც იყო. ისე გაგვიტაცა ძიების პროცესმა და მოპოვებული ნივთების დალაგებამ, რომ ბოლოს ყველას არქეოლოგობა გვინდოდა.
....
დარეჯან პავლიაშვილი
ასევე, მოვიარეთ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ის სახლები დავათვალიერეთ, რომლებსაც მე-5 და მე-6 კლასის საქართველოს ისტორიაში ვსწავლობთ.
სამწუხაროდ, მთის სახლების ისტორიას ვერ გაგაცნობთ, რადგან, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, მხოლოდ იმ სახლების შესახებ მოგითხრობთ.










                                                      გურია
...
ოთო ქერდიყოშვილი

გურული ოდა ხის ფიცრული ერთსართულიანი სახლია. ეს სახლი მიწიდან ამაღლებულია და ქვის ბოკონებზე დგას. უფრო გვიანდელი ოდები ორსართულიანია და პირველი სართული სარდაფად გამოიყენება. ძველად გურიაში წაბლის ხის ოდებს დგამდნენ, რადგან ეს ხე ყველაზე კარგად ძლებს აქაურ ტენიან ჰავაში. გურულ ოდას წინ ფართო აივანი აქვს, რომელსაც მოაჯირად გამოყენებული აქვსდუშაღი“ – სწორი ფიცრები, რომლებზეც ორნამენტებია ამოჭრილი. ოდა კრამიტითაა გადახურული, შიგნიდან კი ბუხარი ათბობს.
...
ელენე ლაცაბიძე

გურიაში დასახლების ტიპი, საცხოვრებელი  და სამეურნეო   ნაგებობები თითქმის ისეთივეა, როგორიც იმერეთსა და სამეგრელოში. მაღალმთიან გურიაში  ერთი სოფლის სხვადასხვა უბანი ზოგჯერ იმდენად არის ერთმანეთისგან დაშორებული, რომ სხვადასხვა სოფელს ჰგავს. ქვემო  გურიაში სახლები ერთმანეთის გვერდით არის განლაგებული ეზო-კარმიდამო კარგად  მოვლილი და გამწვანებულია.
ოდის გვერდით ეზოში სხვადასხვა სამეურნეო სათავსი იყო: საწნახელი, სასიმინდე,  საღორე, ბოსელი და საზაფხულო სამზარეულო. მთავარი საცხოვრებელი სახლი ყავრით იყო გადაფარებული  ან იშვიათად -კრამიტით, დამხმარე სახლები - სპეციალური ბალახით და ისლით.
საცხოვრებელ სახლში სასტუმრო ოთახი ცალკეა, საძინებლები ცალკე. ყველა ოთახს აქვს ბუხარი. საჯალაბო სახლში სადილს ამზადებდნენ და მთელ დღეს იქ ატარებდა ოჯახი. შუაში კერია იყო, სადაც მთელი დღე ენთო ცეცხლი, კვამლი სახურავთან ღიად დატოვებული ადგილებიდან გადიოდა.
...
ნიკა ახალაია

       საცხოვრებელი და სამეურნეო  ნაგებობები  და თავისი ტიპური  თვისებებით კარგად პასუხობდა გურული კაცის ყველა მოთხოვნას.
      გურული კარმიდამო წარმოადგენს , სხვადასხვა კომპლექსს, ესენია: ეზო, ბოსტანი, ბაღი, ან ბაღჩა ,ვენახი, ყანა, წისქვილი და  რაღა თქმა უნდა ოდა-სახლი, მარანი, საღორე , საქათმე, ჭა , ჭიშკარი.
     კარმიდამოს  ძირითად ელემენტს ეზო წარმოადგენს, რომელიც შეიძლება  დანიშნულებისამებრ რამდენიმე ნაწილად იყოს დაყოფილი.
      გურიაში სამშენებლო მასალად გამოყენებულია  ძირითადად ხე  ( მუხა, წაბლი, თელა, წიფელი, თხილი, კოპიტი და სხვა ).
      
...
ავთანდილ კოდალაძე

ოდა, 3-6-ოთახიანი, ფანჯრებიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივანით. ოდის ოთხფეხა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ. უმთავრესად აივანი ხუროთმოძღვრული-მხატვრული რიკულებით იყო მოპირკეთებული და მასზე სამი საფეხურია ასასვლელად. მომდევნო ხანებში გაჩნდა  თაღოვანი კარ-ფანჯრები.
...
გიორგი ბაღიაშვილი

გურია გურულ ოდას სახლს აქვს 3 ოთახი ესენია მისაღები და 2 საძინებელი ერთი მოხუცებისთვის ერთი ახალგაზრდებისთვის. ამ სახლის ყველა ოთახში იყო ბუხარი. ასევე ამ სახლს ჰქონდა აივანი. სანამ სახლში შევიდოდით კარის გვერდით იდგა ბავშვის ფეხის ასადგმელი,  ეს იყოს ხის , ადგილობრივი ოსტატების მიერ ხელანაკეთი ჭოჭინა. ბავშვი რომ გამაღლებოდა მას ატრიალებდნენ და უფრო მაღალი ხდებოდა.





სამეგრელო
ელენე ლაცაბიძე
ჩვენ ვსწავლობსაქართთელოს  ყველა კუთხის საცხოვრებლებს.
ახლა გაგაცნობთ სამეგრელოს
მეგრული სახლი  სამეგრელოს კიდევ  ერთ გამორჩეულ კულტურას წარმოადგენს. ადამიანთა საცხოვრებლის არქიტექტურა ნელ-ნელა  საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და მეოცე საუკუნისთვის სამეგრელოს ორი განსაკუთრებული ტიპის სახლიჯარგვალი და ოდა ჩამოყალიბდა. პირველი მათგანი  უფანჯრო ხის ქოხს წარმოადგენს, რომელიც ულურსმნოდ, გაყოფილი მორებისგან შენდება. სინათლე სახლში ღია კარიდან შემოდის, ხოლო მთავარი ოთახის
შუაში კერია მოთავსებული, რომლის წყალობითაც ზამთარში მთელი სახლი
თბება. კერია აგრეთვე წმინდა ადგილად ითვლება, რომელიც სამყაროს სამ შრესზეცას, დედამიწასა და ჯოჯოხეთს განასახიერებს.
ბოლო ათწლეულებში ჯარგვალი უფრო მეტად გამოიყენება, როგორც დამატებითი სამზარეულო (დიდი სადილების მოსამზადებლად), ვიდრე საცხოვრებელი სახლი.
...
დათა ყველაშვილი

ოდა საცხოვრებელი სახლის გავრცელებული სახეობაა, რომელიც ასევე ხისგან აიგება.ხშირი წყალდიდობები მოსახლეობას აიძულებს, თავიანთი საცხოვრებელი სახლები მიწის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე აღმართონ. ჩვეულებრივ, ტრადიციული მეგრული საცხოვრებელი კიდევ ორ დამატებით ნაგებობას მოიცავს: ერთი სურსათსანოვაგის შესანახად გამოიყენება, ხოლო მეორეში ქვევრები ინახება დღეისათვის არც ისე ბევრი ტრადიციული მეგრული სახლი შემორჩა. ხის მასალა ახალმა სამშენებლო მასალამ, აგურმა შეცვალა, რადგან იგი უფრო იაფი და გამძლეა.

...
ნიკა მღებრიშვილი

ოდა სახლი, რომელიც ხისგანაა აგებული, ასევე,  ხის ბოძებს ეყრდნობა ეს ნიშანდობილობაა იმ რეგიონისთვის სადაც ხშირია წყალდიდობები. ეს მოსახლეობას აიძულებს, რომ სახლები გარკვეული სიმაღლეზე იყოს აშენებული. ოდის კიდევ ერთ სახასიათო დეტალს წარმოადგენს უხვად მოვარაყებული ხის აივნები, რომელიც ოდის ფასადსა და უკანა მხარეს ამშვენებს. აივნების სვეტების და თაღების ორნამენტი როგორც წესი მცენარეულ მოტივებს შეიცავს. ტრადიციული ოდა ოთხი ოთახისგან შედგება და თითოეულ მათგანს საკუთარი ბუხარი აქვს. ოდა შეიძლება თანამედროვე მობილური სახლის წინამორბედადაც განვიხილოთ რადგან ისეა დაპროექტებული რომ მისი და სხვა ადგილას გადატანა პრობლებმას არ წარმოადგენს.
...
ავთანდილ კოდალაძე

სამეგრელოში გავრცელებული  ოდის ტიპის სახლი ყვავრით არის დახურული.მეგრული ოდა ოთხი ოთხისაგან შედგება: დარბაზი, სასადილო, და ორიც საშუალო ზომის ოთახი. ეს არის ერთსართულიანი აივნიანი სახლი. შემდგარი არის ბოძებზე, რომელთა სიმაღლე ერთ მეტრამდეა. აქვე ოდასთან ახლოს გვაქვს მარანი სადაც საღვინე ქვევრებია ჩაფლული იქვე ინახებოდა საწნახელი და ღვინის საწური იარაღები.მე ჩემი თვალით ვნახე ოდას სახლი აბაშის მუნიცელპალიტეტიდან. ეს სახლი მე-19 საუკუნის მე2 ნახევარში იყო აგებული .
...
გიორგი ბაღიაშვილი
ოდაში, რომელიც ჩვენ ვნახეთ,  გამოფენილი იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საკრავები, ჭურჭელი. ჩემი ყურადღება მიიქცია მეგრელების ტრადიციულმა სამოსმა. ქალებს სარტყელ-გულსარიანი გრძელი კაბა ეცვათ, თავზე შემოხვეული ჰქონდათ ლეჩაქი. მეგრელი მამაკაცები გრძელ ჩოხა-ახალუხს იცვამდნენ და თავზე ეხურათ ქუდი და ყაბალახი, წელზე იკრავდნენ ქამარ-ხანჯალს. მე ჩემი თვალით ვნახე თანამედროვე მეფე პატარძლის მეგრული ტანსაცმელი, რომელიც ოდაში ექსპონატად  იყო წარმოდგენილი.





აღმოსავლეთ საქართველოს და სამცხის სახლები
ნიკა ახალაია
აღმოსავლეთ საქართველოში განსხვავებული სახლები შენდებოდა.
ქართლ- კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში იყო  დიდი ზომის კომპლექსური, დარბაზული ტიპის სახლები. სახლი ჰორიზონტზე იყო განლაგებული ერთ ჭერქვეშ. ქსნის ხეობაში დარბაზული ტიპის საცხოვრებელს ,,ერთობის სახლი’’ ეწოდებოდა. დარბაზული სახლს ჰქონდა გვირგვინიანი გადახურვა, რომელიც ხის  მრავალსაფეხურიან სახურავს წარმოადგენს.
...
გიორგი ბაღიაშვილი
ძველად ქართლში ბანიან და დარბაზული ტიპის სახლებს აშენებდნენ. ბანიან სახლებს სახურავად მიწა ჰქონდა დაყრილი რომლის დატკეპნა რომატევადი საქმე იყო. დარბაზული სახლების გადახრვა კი განსხვავებულია. ქართლის დარბაზული ტიპის სახლს ჰქონდა 8-დან 12-მდე წახნაგიანი სახურავი, რომელსაც იჭერდა 2 დედაბოძი. მე ვნახე მე-18 საუკუნის ერდო-გვირგვინიანი დარბაზული სახლი სოფელ ყარაღაჯიდან (დღევანდელი თელიანიდან). ეს სახლი იდგა ორ დედაბოძ კედლები ქვით და თიხით იყო ნაშენები, სახურავი წახნაგოვანი ფორმის იყო და ვიწროვდებოდა საიდანაც სინათლე შემოდიოდა. თითქმის მთელი კედლის გასწვრივ იდგა დიდი ტახტი, სადაც მთელ ოჯახს ეძინა.სახლის შუა გულში ცეცხლი ყოველთვის ენთო ამ ცეცხლზე საჭმლის ქვაბი იყო ჩამოკიდებული, სახლს ფანჯრები არ ჰქონდა და ბოლი კერიდან  გადიოდა.
ჩრდილოეთის კედელზე იყო გაკეთებული თაროები, სადაც საკვებს ინახავდნენ. ამ კედელს მაცივრის ფუნქცია ჰქონდა, რადგან ჩრდილოეთი  ცივი მხარე იყო.
საბა ბლიაძე
სამცხე-ჯავახეთში, უმეტესად, გავრცელებული იყო ორგვარი საცხოვრებელი ტიპი - ბანიანი სახლი და ერდო-გვირგვინიანი დარბაზი. სამცხურ დარბაზს ქართლური დარბაზის მსგავსად, გვირგვინისებური გადახურვა ჰქონდა. ასეთი ფორმის გამო, სახურავს „მერცხლის ბუდეს“ უწოდებდნენ. ზოგიერთი დარბაზის გვირგვინი 18-20 საფეხურიანი იყო. დედაბოძებზე, რომლებზეც გვირგვინი იდგა, ხშირად გამოსახული იყო მთვარე და მზე, ასევე სხვადასხვა ორნამენტები.
 სახლის ყველა ოთახ-სათავსი გარესამყაროს მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა. ვინაიდან, მტერი ხშირად პირველად სამცხე-ჯავახეთიდან შემოდიოდა, სახლები ისე შენდებოდა, რომ ის მტრისთვის თვალში საცემი არ ყოფილიყო. აშენებდნენ გვერდიგვერდ, სამხრეთის მზის გულზე, ხოლო უკანა კედლები ნახევრად მიწაში იყო ჩადგმული.
...
ნიკა მღებრიშვილი
სოფელი თუ ფერდობზე იყო შეფენილი, ბანიანი სახლები ისე იყო აგებული, რომ ერთი სახლის სახურავი, მეორე სახლისთვის ეზოს-ბანის ფუნქციას ასრულებდა. მესხურ სოფელში სახლები ერთმანეთთან საიდუმლო გვირაბებით იყო დაკავშირებული. მოულოდნელი თავდასხმების დროს ხალხი ერთად აფარებდა თავს.
სამხრეთის მხარეს დაბალი შემოსასვლელი კარი იყო, საიდანაც ადამიანი თავდახრილი უნდა შემოსულიყო.  ამ დროს ბავშვსაც კი შეეძლო მტრის მოკვლა და თავის დაცვა. ასევე აქედან შემოდიოდა სინათლე და ოთახი უკეთ ნათდებოდა ჩრდილოეთ-დასავლეთით გვირაბი იყო გაკეთებული და ბევრ ოთახად იყოფოდა ეს ადგილი სადაც ქალები და ბავშვები იმალებოდნენ თითოეული ოთახი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა ერთ-ერთი გვირაბი ტყეში გადიოდა








No comments:

Post a Comment